ჩავი "ნიუ იორკ სიტიში" გადავა
როგორც Cadena Ser ავრცელებს ინფორმაციას, "ბარსელონას" ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი მიმდინარე სეზონის ბოლოს კატალონიურ კლუბს დატოვებს და "ნიუ იორკ სიტის" შეუერთდება.
წყაროს თანახმად, ჩავიმ მამამისთან და აგენტთან ერთად ამერიკული კლუბის წარმომადგენლებთან ისადილა. როგორც ცნობილია, შეხვედრის დროს ნახევარმცველმა "ნიუ იორკ სიტიში" გადასვლაზე თანხმობა განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ "ნიუ იორკ სიტი" ჩავითი 2014 წელის ზაფხულშიც ინტერესდებოდა, თუმცა ფეხბურთელი კატალონიურ კლუბში დარჩა, რაშიც ის გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ დაარწმუნა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 27 ]