„ვილიარეალი“-„ბარსელონა“: ლუის ენრიკე მატჩის შემდეგ
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ "ვილიარეალის" დამარცხებისა და ესპანეთის თასის ფინალში გასვლის შემდეგ პრეს-კონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ გუნდის თამაშით კმაყოფილია.
"კარგია, რომ ფინალში გავედით, მაგრამ ახლა სხვა რაღაცეებზე უნდა ვკონცენტრირდეთ. "ბარსელონამ" უნდა მოიგოს ტიტულები. დიახ, კმაყოფილნი ვართ, მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება.
არ ვიცი, სად გაიმართება ფინალური შეხვედრა. არ აქვს მნიშვნელობა, ვის წინააღმდეგ ან სად ვითამაშებთ. მთავარია, რომ ფინალში მონაწილეობას მივიღებთ.
სწრაფ გოლს არ ვგეგმავდით, თამაშის კონტროლი გვსურდა. ვიცოდით, რა სირთულეები გველოდა, ამიტომ არ გვინდოდა, რომ რაიმე პრობლემები შეგვქმნოდა. უბრალოდ, მოედანზე დომინირება გვსურდა.
მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში გავხსენით, "ვილიარეალს" შესვენებამდე გატანის კიდევ ჰქონდა შანსები, მაგრამ, როგორც კი 2:1 დაფიქსირდა, ყველაფერი ნათელი გახდა.
ვიცოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა. "ვილიარეალი" ერთ-ერთი საუკეთესო ესპანური გუნდია, რომელთანაც გამარჯვება ყოველთვის რთულია.
ერთადერთი ცუდი სიახლე ბუსკეტსის ტრავმაა. ვიცით, რომ რამდენიმე დღეს გამოტოვებს. ვნახოთ, რამდენ ხანს მოუწევს უქმობა."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 20 ]