რაფინიას პრესკონფერენცია
სავარჯიშო სესიის დასრულების შემდეგ, "ბარსელონას" ნახევარმცველმა რაფინიამ პრესასთან ისაუბრა. მან სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე გაამახვილა ყურადღება:
"კლუბში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. აქ გუნდის დასახმარებლად ვარ. ნელ–ნელა თამაშის ხარისხს ვუმატებ, ასევე მემატება თავდაჯერებულობაც. ძალიან მინდა, რომ მეტი სათამაშო დრო მომეცეს."
"იმისათვის, რომ უფრო ხშირად მიიღო შეხვედრებში მონაწილეობა, აუცილებელია მუდამ საუკეთეოდ წარმოაჩენდე საკუთარ შესაძლებლობებს დ გამუდმებით ამტკიცებდა იმას, თუ რისი გაკეთება შეგიძლია."
ფეხბურთელმა სამეფო თასის ფინალზეც ისაუბრა: "ფინალის "ბარსელონაში" ჩატარება, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნებოდა, ჩვენ სახლში შევძლებდით თამაშს, თუმცა მოედანს მნიშვნელობა არ აქვს, ეს მიანც ფინალია. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მაქსიმალურად წარმოვაჩინოთ საკუთარი შესაძლებლობები."
"გასაკვირი არცაა "რეალ მადრიდის" დამოკიდებულება "ბერნაბეუზე" ფინალის ჩატარებასთან დაკავშირებით. "რეალს" რომ "კამპ ნოუზე" ეთამაშა, ჩემი აზრით, ეს არც "ბარსელონას" გულშემატკივრებს მოეწონებოდათ."
"ჩემი ოცნებაა ბრაზილიის ნაკრებისთვის ვითამაშო. მიზნის მისაღწევად კი ძალიან ბევრს ვვარჯიშობ."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 27 ]