მადრიდის მერობის კანდიდატი "ბარსელონასა" და "ბილბაოს" პრიმერას დატოვებას სთხოვს
ესპანეთის ეროვნული პარტიის პრეზიდენტი და მადრიდის მერობის კანდიდატი ესპერანსა აგირე "ბარსელონასა" და "ბილბაოს" ესპანეთის ჩემპიონატის დატოვებას სთავაზობს. მისი თქმით, ამ გუნდების გულშემატკივრები ესპანეთის მიმართ უპატივცემულობას გამოხატავენ.
"ეს გუნდები ესპანეთის თასის ფინალში კიდევ ერთხელ გავიდნენ. მათ გულშემატკივრებს კიდევ ერთხელ მიეცათ შანსი ფეხბურთი გამოიყენონ და ესპანეთის, ქვეყნის ჰიმნისა და მეფის მიმართ თავიანთი სიძულვილი გამოხატონ. ეს საქციელი ესპანეთის დანარჩენი მოქალაქეების მიმართ უპატივცემულობის გამოვლინებაა. ამიტომ, "ბარსელონასა" და "ბილბაოს" ვთხოვ, ესპანეთის ჩემპიონატი დატოვონ."
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2 3 4
კომენტარები [ 78 ]