ანჩლოტი: "თუ ჭკუიდან არ შევიშალე, შემადგენლობაში სიურპრიზები არ იქნება"
მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი 22 მარტს გასამართ "ელ კლასიკოზე" საუბრობს. იმის გამო, რომ მიმდინარე კვირაში "სამეფო კლუბი" ჩემპიონთა ლიგაზე არ თამაშობს, მადრიდელები "კლასიკოსთვის" უკვე ემზადებიან და როგორც ირკვევა, იტალიელ სპეციალისტს, "ბარსელონას" წინააღმდეგ სათამაშოდ, შემადგენლობა უკვე შერჩეული ჰყავს.
"შემადგენლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მივიღე. თუ ჭკუიდან არ შევიშალე, არანაირი სიურპრიზი არ იქნება.
ბარსელონაში საკუთარ ძალებში დარწმუნებულნი გავემგზავრებით. "კამპ ნოუზე" ჩვენი შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა ვაჩვენოთ."
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 32 ]