"ბარსა" ანდერ ერერას აკვირდება

"ბარსა" ანდერ ერერას აკვირდება

ინგლისურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონა" "მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელ ნახევარმცველს, ანდერ ერერას აკვირდება.

კატალონიურ კლუბს, უახლოეს ზაფხულში, ფეხბურთელების დამატების უფლება არ ექნება, მაგრამ თუ Daily Star Sunday-ს დავუჯერებთ, "ბარსას" 25 წლის ფეხბურთელი სამომავლოდ, ჩავის შემცვლელად ჭირდება.

ანდერ ერერა "მანჩესტერში" გასულ ზაფხულში, "ბილბაოდან" გადავიდა და მან "წითელი ეშმაკების" ძირითად შემადგენლობაში ფეხი ვერ მოიკიდა. ესპანელმა ფეხბურთელმა, პრემიერლიგაში, თამაში სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ 10-ჯერ დაიწყო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 26 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.