"ბარსელონამ" "რეალის" გულშემატკივრებს "კლასიკოს" ბილეთები გაუძვირა

"ბარსელონამ" "რეალის" გულშემატკივრებს "კლასიკოს" ბილეთები გაუძვირა

"ბარსელონა", მოახლოებული "ელ კლასიკოს" ბილეთებს "რეალის" ფანებზე 111 ევროდ გაყიდის, რამაც მადრიდელი გულშემატკივრის გაღიზიანება გამოიწვია. საქმე ისაა, რომ წინა "კლასიკოს" დროს, "რეალმა" "ბარსას" გულშემატკივრებს ბილეთები 70 ევროდ მიჰყიდა.

"რეალის" ერთ-ერთმა გულშემატკივარმა შემდეგი განაცხადა: "არ ვიცით, რა დაუჯდა "ბარსელონას" ნეიმარის ტრანსფერი, მაგრამ როგორც ჩანს, ამ ფულს ახლა ჩვენ ვიხდით."

"ბარსელონას" მიერ ბილეთების გაძვირება გასაკვირი არაა, რადგან ბოლო წლებში ეს უკვე ტრადიციაა. გასულ სეზონში, კატალონიელებმა ბილეთები 99 ევროდ გაყიდეს, ერთი წლით ადრე კი - 89 ევროდ.

ბილეთების სიძვირის მიუხედავად, "რეალის" გულშემატკივრები მათთვის გამოყოფილი 500 ადგილის სრულად ათვისებას გეგმავენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 41 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.