კუმანი: "ყველა მწვრთნელის საბოლოო მიზანი "ბარსელონას" გაწვრთნაა"
ინგლისური "საუთჰემპტონის" მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ თავისი ყოფილი კლუბის, კატალონიური "ბარსელონას" ჩაბარება მისი ოცნებაა.
"ბარსელონასთან" ჩემი დამოკიდებულების შესახებ ყველასთვის ცნობილია. თუ ერთ მშვენიერ დღეს კატალონიელები დამირეკავენ და თავისთან მიმიწვევენ, მსოფლიოში ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იარსებებს. "ბარსელონას" გაწვრთნა ნებისმიერი სპეციალისტის საბოლოო მიზანია და მათ შორის ჩემიც.
როდესაც მესი ფორმის პიკზეა, "ბარსელონას" შეჩერება უბრალოდ შეუძლებელია. ის საკუთარ თავს ყოველთვის გუნდს უძღვნიდა და პრობლემებს არასდროს ქმნიდა.
"კლასიკო"? "ბარსელონას" შესანიშნავი დრო უდგას, "რეალი" კი გამარჯვებას დიდი წვალებით აღწევს. კატალონიელები საკუთარ მოედანზე თამაშობენ და ვფიქრობ, ისინი მადრიდელებზე ძლიერები ერიან. თუმცა, "ბარსამ" იმაზე არ უნდა იფიქროს, როგორ გაიტანოს რაც შეიძლება მეტი გოლი. მთავარია მოგება, თუნდაც მინიმალური სხვაობით. "კლასიკოში" გამარჯვება ტიტულისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება." - განაცხადა კუმანმა.
რონალდ კუმანი "ბარსელონაში" 1989-1995 წლებში ირიცხებოდა და დაცვაში თამაშის მიუხედავად, მან კატალონიელთა მაისურთ 88 გოლი გაიტანა. მისმა ერთ-ერთმა გოლმა კი "ბარსას" ჩემპიონთა თასი ისტორიაში პირველად მოაგებინა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 25 ]