ინიესტა ვალდესს გაუთანაბრდა
"ბარსელონას" ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ მონაწილეობა მიიღო ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის განმეორებით შეხვედრაში, "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში. ამდენად, მან კატალონიური კლუბის შემადგენლობაში 535-ე ოფიციალური მატჩი ჩაატარა და გაუტოლდა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ყოფილ მეკარეს, ვიქტორ ვალდესს.
ინიესტასა და ვალდესზე წინ, "ბარსელონაში" ჩატარებული მატჩების რაოდენობით, მხოლოდ ჩავი (750), პუიოლი (593) და მიგელი (549) იმყოფებიან.
30 წლის ნახევარმცველი, რომელმაც 535 შეხვედრაში 53 გოლი გაიტანა, "ბარსას" პირველ გუნდში 2002 წლიდან თამაშობს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 32 ]