ტერ შტეგენი კმაყოფილია

ტერ შტეგენი კმაყოფილია

"ბარსელონას" კარის დარაჯი მარკ-ანდრე ტერ შტეგენი "მანჩესტერ სიტისთან" (1:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარს აკეთებს და საუბრობს იმაზე, თუ როგორ მოიგერია აგუეროს თერთმეტმეტრიანი.

"გარისკვა ჩემი თამაშის სტილია. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ გოლი არ გავუშვით.

მასკერანომ და რაფინიამ რჩევა მომცეს, რომელ კუთხეში დაარტყავდა აგუერო. ერთხმა მითხრა მარცხნივ, მეორემ - მარჯვნივ. ბოლოს, უბრალოდ გამოვიცანი, მაგრამ მოხარული ვარ, რომ ისინი ჩემს დახმარებას შეეცადნენ", - განაცხადა ტერ შტეგენმა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 30 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.