ჩავი: "მესი საკუთარი თავს ეჯიბრება, რადგან კონკურენტი არ ჰყავს"
კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველმა, ჩავი ერნანდესმა, საქებარი სიტყვები არ დაიშურა არგენტინის ეროვნული გუნდის კაპიტნისა და მისი თანაგუნდელის, ლიონელ მესის მიმართ. იტყობინება ესპანური მედია.
"მესი ჩემთვის მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა. მე ის ასეთად 22 წლის ასაკიდან მიმაჩნია. ლეო მხოლოდ საკუთარი თავს ეჯიბრება, რადგან კონკურენტი არ ჰყავს. ჩვენთვის პრივილეგიაა ვუყუროთ მის მოძრაობებს ვარჯიშებსა და თამაშებზე". განაცხადა 35 წლის ჩავი ერნანდესმა, რომელმაც "ბარსელონაში" 748 მატჩი ჩაატარა და 84–ჯერ დაამწუხრა მეტოქე გუნდები.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]