230-ე "ელ კლასიკოს" მოლოდინში

230-ე "ელ კლასიკოს" მოლოდინში

ლა ლიგის 28-ე ტურში ერთმანეთს კატალონიის "ბარსელონა" და მადრიდის "რეალი" დაუპირისპირდებიან. ჩემპიონატის ლიდერი "რეალს" საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს. 

ეს თამაში ამ გუნდებს შორის ყველა ტურნირის ჩათვლით რიგით 230-ე დაპირისპირება იქნება. ამ მომენტისთვის "ლურჯ-ბროწეულისფრებს" 89 გამარჯვება აქვთ, მადრიდელებს კი 92, 48 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

ესპანეთის ჩემპიონათში ამ გუნდები ერთმანეთს 169-ჯერ შეხვდნენ, სადაც 71 შეხვედრა "რეალმა" მოიგო, 66 კი "ბარსელონამ", ხოლო 32-ჯერ ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება - 277-266-ზეა "რეალის" სასარგებლოდ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 54 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.