ლინეკერი: "ფეხბურთის ისტორიაში პასების საუკეთესო გამანაწილებელი მესია"
"ბარსელონასა" და ინგლისის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი გარი ლინეკერი კატალონიური გუნდის ლიდერს, ლიონელ მესის, სოციალური ქსელის საშუალებით, კიდევ ერთხელ აქებს. ინგლისელმა მორიგი კომენტარი გუშინდელი "კლასიკოს" შემდეგ გააკეთა.
"სამართლიანადაა ნათქვამი, რომ მესი არასდროს სიმულიანტობს. ის ყოველთვის ცდილობს ფეხზე დარჩეს. ლეო არა მხოლოდ გენიოსი, არამედ მისაბაძი მაგალითიცაა.
მესი, გოლების გატანის მხრივ, რეკორდებს ამყარებს, ის ისტორიაში საუკეთესო დრიბლიორი და ამასთანავე, პასების საუკეთესო გამანაწილებელია, რომელიც კი ფეხბურთს ოდესმე უნახავს."
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 21 ]