სუარესის გოლი მოგების გარანტიას იძლევა
"ბარსელონას" ურუგვაელ თავდამსხმელს, ლუის სუარესს შესაშური სტატისტიკა აქვს. თუ მას გოლი გააქვს, კატალონიური გუნდი ყოველთვის იგებს.
"რეალთან" გამართული დაპირისპირება მე-12 იყო, რომელშიც სუარესმა თავი გამოიჩინა და ლუის ენრიკეს ფეხბურთელებმა თორმეტივე ეს თამაში მოიგეს. მანამდე, სუარესს აპოელ-თან (4:0), პსჟ-სთან (3:1), "კორდობასთან" (5:0), "ელჩესთან" (5:0), "ატლეტიკოსთან" (3:1), "ბილბაოსთან" (5:2), "ლევანტესთან" (5:0), "სიტისთან" (2:1),
"გრანადასთან" (3:1), "ვილიარეალთან" (3:1) და "რაიოსთან" (6:1) მოგებულ თამაშებში ჰქონდა გატანილი. ურუგვაელმა, ამ 12 შეხვედრაში, თავი სულ 14-ჯერ გამოიჩინა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 27 ]