სუარესი: "თავდამსხმელები ეგოისტები ვართ"

სუარესი: "თავდამსხმელები ეგოისტები ვართ"

"ბარსელონას" ურუგვაელი თავდამსხმელი ლუის სუარესი მიიჩნევს, რომ მისი თანაგუნდელი ნეიმარი, "კლასიკოს" ერთ ეპიზოდში სწორად მოიქცა, როდესაც მან კარგ სიტუაციაში მყოფ თანაგუნდელს გადაცემა არ გაუკეთა.

"რეალთან" მოგებული შეხვედრის ერთ ეპიზოდში, ნეიმარმა რამდენიმე მეტოქე მოატყუა და ხელსაყრელ მდგომარეობაში მყოფი სუარესისთვის გადაცემის გაკეთების ნაცვლად კარში არაზუსტად დაარტყა.

"ასეთი სოლორეიდის შემდეგ ნეიმარს შეტევა თავად უნდა დაესრულებინა. მას ჩემთვის პასი არ უნდა მოეცა. ჩვენ, თავდამსხმელები, ეგოისტები ვართ.

ნეიმარს განსაზღვრული ფუნქცია აკისრია და დარწმუნებული ვარ, ერთ დღეს, ის "ოქროს ბურთს" მოიგებს."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 38 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.