ესპანეთის ნაკრებში "ბარსას" 6 ფეხბურთელი გამოიძახეს

ესპანეთის ნაკრებში "ბარსას" 6 ფეხბურთელი გამოიძახეს

"ელ კლასიკოს" შემდეგ "ბარსელონას" ფეხბურთელებმა თავიანთ ნაკრებებს მიაშურეს. სხვადასხვა ნაკრებში, საერთო ჯამში, კატალონიური კლუბის 13 ფეხბურთელს უხმეს.

ბარტრა, პიკე, ბუსკეტსი, ალბა, პედრო და ინიესტა ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს, რომელიც 26 მარტს უკრაინის წინააღმდეგ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრას გამართავს. 4 დღის შემდეგ ესპანელები ამხანაგურად ჰოლანდიას გაეჯიბრებიან.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ თამაშში, ხორვატიასა და ნორვეგიას შორის მატჩში, რომელიც 28 მარტს გაიმართება, მონაწილეობას მიიღებს ივან რაკიტიჩი.

მესი და მასკერანო, არგენტინის ეროვნულ ნაკრებთან ერთად, 2 ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ. 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტები სალვადორსა და ეკვადროს დაუპირისპირდებიან.

რაფინია, ბრაზილიის ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობაში, პარაგვაისა და მექსიკასთან ამხანაგურ თამაშებში მიიღებს მონაწილეობას.

რაც შეეხება ნეიმარს, მისი ნაკრები ამხანაგურ მატჩებს გამართავს საფრანგეთსა და ჩილესთან, რომლის შემადგენლობაში ითამაშებს ბრავო. კლაუდიოს ნაკრები ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს ირანთანაც.

"ბარსელონას" კიდევ ერთი კარის დარაჯი ტერ შტეგენი, გერმანიის 21-წლამდელთან ნაკრებთან ერთად, იტალიასა და ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებებთან ამხანაგურ შეხვედრებში ითამაშებს.

ფეხბურთელი მატჩი თარიღი

ბარტრა

პიკე

ბუსკეტსი

ალბა

პედრო

ინიესტა

ესპანეთი-უკრანია (ევრო 2016)

ჰოლანდია-ესპანეთი (ამხანაგური)

27.03.2015

31.03.2015

მესი

მასკერანო

არგენტინა-სალვადორი (ამხანაგური)

არგენტინა-ეკვადორი (ამხანაგური)

28.03.2015

31.03.2015

ნეიმარი

საფრანგეთი-ბრაზილია (ამხანაგური)

ჩილე-ბრაზილია (ამხანაგური)

26.03.2015

29.03.2015

რაფინია

ბრაზილია-პარაგვაი (ამხანაგური)

ბრაზილია-მექსიკა (ამხანაგური)

27.03.2015

29.03.2015

ბრავო

ჩილე-ირანი (ამხანაგური)

ჩილე-ბრაზილია (ამხანაგური)

26.03.2015

29.03.2015

ტერ შტეგენი

გერმანია-იტალია (ამხანაგური)

ინგლისი-გერმანია (ამხანაგური)

27.03.2015

30.03.2015

რაკიტიჩი ხორვატია-ნორვეგია (ევრო 2016) 28.03.2015

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 17 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.