ხავი მარტინესმა ჭორები უარყო

ხავი მარტინესმა ჭორები უარყო

მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელი ხავი მარტინესი გერმანულ და ესპანურ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ ის "ბარსელონაში" არ გადადის.

"გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. პროფესიონალურ ფეხბურთში უკვე 10 წელია რაც ვარ და მსგავსი ჭორი 200 ათასჯერ გამივრცელდა. მსგავს ცნობებს არც ვკითხულობ. ზოგჯერ ისეთ რამეს წერენ, რაც არც კი გამიგია. მხოლოდ ის ვიცი, რომ "ბაიერნში" თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. მხოლოდ ტრავმის მოშუშებაზე ვფიქრობ."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 21 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.