ბართომეუ ჩავის მინიმუმ იანვრამდე დარჩენას თავაზობს
"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ, კატალონიელთა კაპიტანს, ჩავი ერნანდესს კლუბში 2016 წლის იანვრამდე დარჩენა შესთავაზა. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.
კატალონიური წყაროს ცნობით, ბართომეუ, ბოლო დღეებში, ჩავის რამდენჯერმე ესაუბრა და მას კლუბში კონტრაქტის ბოლომდე დარჩენა შესთავაზა. ხოლო თუ ჩავის გუნდის ვადაზე ადრე დატოვება მაინც სურს, მაშინ ბართომეუ მას იანვარში წასვლას სთავაზობს. სწორედ 2016 წლის იანვრიდან შეეძლება "ბარსას" ახალი ფეხბურთელების, მათ შორის ჩავის შემცვლელის დამატება.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, ჩავი მოლაპარაკებებს კატარულ "ალ-სადისთან" აწარმოებს, რაც ოფიციალურად დადასტურდა კიდეც.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 24 ]