"ბარსელონა" ბოატენგს უმიზნებს

"ბარსელონა" ბოატენგს უმიზნებს

როგორც Marca ავრცელებს ინფორმაციას, "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური მცველის ჟერომ ბოატენგის მომსახურებით დაინტერესდა.

ინფორმაციის თანახმად, გასულ დღეებში "ბარსელონას" სატრანსფერო კომიტეტის წევრი კარლეს რეშაკი ბოატენგის წარმომადგენლებს დაუკავშირდა. ესპანური გრანდი გერმანელის შეძენას და მის დატოვებას არენდით, 2016 წლის იანვრამდე, იმავე "ბაიერნში" გეგმავს. ამის მიზეზი FIFA-ს "ბარსელონასადმი" დაკისრებული სატრანსფერო სანქციებია.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა" ბოატენგით გასულ ზაფხულშიც ინტერესდებოდა და მასში 35 მილიონ ევროსაც იხდიდა, თუმცა მაშინ გერმანული გრანდი ცენტრალურ მცველში მინიმუმ 39 მილიონ ევროს ითხოვდა და შესაბამისად, ტრანსფერიც არ შედგა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 29 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.