გუტი: "მოურინიოს მესის შეძენა უნდა"
მადრიდის "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი გუტი მიიჩნევს, რომ ჟოზე მოურინიოს მიერ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებში რონალდუს არშეყვანა ლეო მესის შეძენის სურვილს უკავშირდება.
რამდენიმე დღის წინ, ჩარლი ადამისგან გოლის მოედნის ცენტრიდან გაშვების შემდეგ, მოურინიომ განაცხადა, რომ ასეთ გოლს ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელებიც ინატრებდნენ და საუკეთესო ფეხბურთელებად პელე, მარადონა და მესი დაასახელა. ჟურნალისტებს არ გამორჩენიათ, რომ მან, საუკეთესოთა შორის, თანამემამულე და ყოფილი შეგირდი კრიშტიანუ რონალდუ არ დაასახელა. გუტის მომხდარის თავისი ახსნა აქვს.
"მოურინიომ "რეალი" გაბრაზებულმა დატოვა. მიმაჩნია, რომ მის სიტყვებში არანაირი ნეგატივი არ ჩანდა. შესაძლოა, ამ ქმედებით, მან მესის მოხიბლვა სცადა, რადგან მას არგენტინელის შეძენა სურს." - განაცხადა გუტიმ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში, მესის "ჩელსიში" შესაძლო გადასვლის თემა ძალიან აქტუალური იყო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 28 ]