პაბლო ერნანდესი: "ბუსკეტსი დაგვცინოდა"
ვიგოს "სელტას" ნახევარმცველი პაბლო ერნანდესი "ბარსელონას" ფეხბურთელს, სერხიო ბუსკეტსს მეტოქისადმი უპატივცემულობაში ადანაშაულებს.
"სელტასა" და "ბარსელონას" შორის კვირას გამართული შეხვედრის მიწურულს, ბუსკეტსს, ჯარიმის შესრულების დროს, დრო გაჰყავდა, რის გამოც მსაჯისგან ყვითელი ბარათი დაიმსახურა. მეტოქის ქმედებით გაღიზიანებულმა ფაბიან ორელიანამ კი კატალონიელთა შუახაზელს მინდვრის საფარის ნაგლეჯი ესროლა და წითელი ბარათი მიიღო.
"დარწმუნებული ვარ, ფაბიანი ჩადენილს ნანობს. თუმცა, მსგავსი სურვილი არა მხოლოდ მას, არამედ მეც გამიჩნდა, იმის მიუხედავად, რომ ამ დროს უკვე სათადარიგოთა სკამზე ვიყავი.
ბუსკეტსმა, ბურთის თამაშში შეყვანამდე, 7 ცრუ მოძრაობა გააკეთა. მსგავს სიტუაციაში, თავში ბევრი რამ შეიძლება მოგივიდეს.
არ შეიძლება ჯარიმის გათამაშებაზე მთელი ერთი წუთი იფიქრო და ამ დროს 7 ცრუ მოძრაობა გააკეთო.
უსიამოვნო სიტუაცია იყო. ის ჩვენ დაგვცინოდა. არადა, კოლეგები ვართ და ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 22 ]