ვერმალენი "ხეტაფესთან" თამაშს გეგმავს
როგორც El Mundo Deportivo ავრცელებს ინფორმაციას, "ბარსელონას" ცენტრალური მცველი ტომას ვერმალენი ოპტიმისტურადაა განწყობილი და მიმდინარე სეზონში თამაშის იმედი ავქს.
ცნობილია, რომ ბელგიელი ფეხბურთელი უკვე ვარჯიშობს გუნდთან ერთად და 80 პროცენტიტათაც იხარჯება. ვერმალენი ძალისხმევას არ იშურებს იმისათვის, რომ მოედანზე გავიდეს ესპანეთის ჩემპიონატის 34-ე ტურის შეხვედრაში, "ხეტაფესთან მატჩში, რომელიც 28 აპრილს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ვერმალენი კატალონიურმა კლუბმა გასულ ზაფხულს ლონდონის "არსენალიდან" შეიძინა. მისი დებიუტი "ლურჯ-ბროწეულისფერების" შემადგენლობაში, რთული ტრავმის გამო, ჯერ კიდევ არ შემდგარა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 35 ]