ბუსკეტსი: "პიკეს დადანაშაულება შეცდომა იქნება"
"ბარსელონას" ნახევარმცველი სერხიო ბუსკეტსი სევილიაში ქულების დაკარგვის მთავარ მიზეზად მე-2 გაშვებული გოლის დროს ხერარდ პიკეს მიერ დაშვებულ შეცდომას არ მიიჩნევს.
"საერთო ჯამში, "ბარსელონა" უკეთ გამოიყურებოდა, მაგრამ მე-2 ტაიმში "სევილიამ" პრესინგს უმატა და თამაში გაათანაბრა.
სამწუხაროა, რადგან გათამაშების ლიდერები ვართ და ტემპის შესანარჩუნებლად 3 ქულის აღება გვინდოდა. თუმცა, ჩვენ "სევილიას" წინააღმდეგ ვთამაშობდით, რომელიც საკუთარ კედლებში არ აგებს.
პიკეს დადანაშაულება შეცდომა იქნება. ჩვენ ერთმანეთისკენ თითის გაშვერას არ დავიწყებთ."
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 39 ]