ინიესტა ვან გაალს მადლობას უხდის

ინიესტა ვან გაალს მადლობას უხდის

"ბარსელონას" ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა კატალონიურ გუნდში მის პირველ ნაბიჯებს იხსენებს და ლუი ვან გაალს შანსის მიცემისთვის მადლობას უხდის.

2002 წელს, "ბარსელონას" ვან გაალი წვრთნიდა. ჰოლანდიელის იმდროინდელი მუშაობა კატალონიური კლუბის გულშემატკივრებს პოზიტიურად არ ახსოვთ, მაგრამ მან გუნდში თავისი კვალი მაინც დატოვა, მისცა რა ინიესტას თავის გამოჩენის საშუალება.

"ბარსელონას" შემადგენლობაში დებიუტი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი დღე იყო. ეს ოცნების ასრულება იყო და ამ დღესთან კარგი მოგონებები მაკავშირებს. მახსოვს, რომ ვნერიულობდი. მადლობას ვუხდი ლუი ვან გაალს და ყველა მწვრთნელს, ვისთანაც აქამდე მიმუშავია."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 32 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.