ბლანი: "დიდი ხანია მესი მსოფლიოში საუკეთესოა"

ბლანი: "დიდი ხანია მესი მსოფლიოში საუკეთესოა"

"პარი სენ ჟერმენის" მთავარი მწვრთნელი ლორან ბლანი დღევანდელ მატჩში მისი გუნდის მეტოქეზე, ლიონელ მესიზე საუბრობს.

"რას ვფიქრობ მესიზე? იმავეს, რასაც ფეხბურთის თითქმის ყველა მოყვარული. ის უკვე დიდი ხანია მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. მესის შეუძლია სეზონში 50-60 გოლი გაიტანოს. როდესაც მას 40 გოლი გააქვს, ხალხი მის ცუდ ფორმაზე ლაპარაკს იწყებს. ის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა.

როგორ შევაჩეროთ მესი? ეს ამოცანა კოლექტიურად უნდა შევასრულოთ. სწრაფად და აგრესიულად უნდა ვიმოქმედოთ. გარდა ამისა, სტანდარტული სიტუაციებიდან მაქსიმალური სარგებელი უნდა მივიღოთ."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 21 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.