დიდიე დეშამი: "ბარსელონა" მაშინ უმატებდა ტემპს, როცა სურდა"

დიდიე დეშამი: "ბარსელონა" მაშინ უმატებდა ტემპს, როცა სურდა"

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავკაცის, დიდიე დეშამის განცხადებით, "ბლაუგრანა" სრულად აკონტროლებდა მატჩს "პარკ დე ფრანსზე" გამართულ შეხვედრაში. მიუხედავად შედეგისა (1:3), ფრანგი აცხადებს, რომ პარიზელებმა 1/2 ფინალში გასვლის იმედი არ უნდა დაკარგონ.

"რამდენიმე ფეხბურთელის არყოფნა საზიანოდ დაეტყო "პსჟ"–ს. "ბარსელონა" საკუთარი ოსტატობის ხარჯზე უმატებდა ტემპს და ახორციელებდა ზეწოლას მაშინ, როცა სურდათ. ამან თავისი შედეგი გამოიღო".

"3:0 და 15 წუთი მატჩის დასრულებამდე... ბოლოს გატანილი გოლი, რა თქმა უნდა, რაღაცას ნიშნავს ფრანგული კლუბისათვის. მათ ძალიან გაუჭირდებათ. "პსჟ"–მ ყველა შემთხვევაში ბოლომდე უნდა იბრძოლოს და გამარჯვების გარდა არაფერზე იფიქროს".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 15 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.