პიკე: "1/2-ფინალში ყველა მეტოქე რთულია"
კატალონიური გუნდის ცენტრალური მცველი ხერარდ პიკე, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალიდან "პარი სენ ჟერმენის" გამოგდების შემდეგ, აცხადებს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ შეხვდება მის გუნდს ნახევარფინალში.
"არ ვფიქრობ, რომ 1/2-ფინალში "ბაიერნის" თავიდან აცილებას აზრი ჰქონდეს. ჩვენ ხომ საუბარი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალზე გვაქვს, სადაც ყველა მეტოქე რთულია. ამ ეტაპზე ძალიან კარგი ფეხბურთის ჩვენება და ცოტაოდები იღბალია საჭირო.
პეპს ვულოცავ. "ბაიერნმა", სავარაუდოდ, შესანიშნავი თამაში ჩაატარა. 6:1 - ეს, ერთმნიშვნელოვნად, ძალიან კარგი შედეგია.
ვფიქრობ, ჩვენი გუნდი თამაშს უმატებს. შეტევაში 3 შესანიშნავი ფეხბურთელი გვყავს. თუ ერთს ვერ გააქვს, ამას სხვა აკეთებს. ვიცით, რომ თუ დაცვაში კარგად ვითამაშებთ, გოლს აუცილებლად გავიტანთ.
ასეთივე შემართებით უნდა განვაგრძოთ."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]