ალბა: "არ ვფიქრობ, რომ წითელი ბარათი დავიმსახურე"
"ბარსელონას" მარცხენა მცველი ხორდი ალბა "ესპანიოლთან" მოგების (0:2) შემდეგ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ მან უსამართლოდ მიიღო წითელი ბარათი.
"პირველ ყვითელ ბარათზე არანაირი შეკითხვა არ მაქვს, ის სამართლიანია - მსაჯთან ვიკამათე, რადგან ვფიქრობდი, რომ კუთხური უნდა დაენიშნა. შემდეგ მივბრუნდი და ვუთხარი: "რატომ ყოველთვის მე?", რადგან ამ მსაჯთან ყოველთვის დაძაბული ურთიერთობა მქონდა. თუმცა, დიდი არაფერო მითქვამს, არანაირი შეურაცხყოფა არ მიმიყენებია.
ძლიერი ხასიათის ფეხბურთელი ვარ. ზოგჯერ ვცდები, თუმცა, არ ვფიქრობ, რომ დღეს წითელი ბარათი დავიმსახურე.
ძალიან მნიშნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. ჩემს გაგდებას შეიძლებოდა გუნდი დაეზარალებინა, მაგრამ, საბედნიეროდ, ფეხბურთელებმა კარგად ითამაშეს. "ბარსელონამ" შესანიშნავი მატჩი ჩაატარა".
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 33 ]