ინიესტა: "კარგად ვითამაშეთ"
"ბარსელონას" ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ, "ესპანიოლთან" მატჩის (0:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ გუნდმა ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა.
"პირველი ტაიმი და საერთოდ, სრული მატჩი შესანიშნავად ჩავატარეთ. ვიცოდით, რომ გასამარჯვებლად კარგად უნდა გვეთამაშა. ეფექტური თამაშით მათ შანსები არ მივეცით. ყველასთვის ძალიან განსაკუთრებული შეხვედრა იყო და ძალიან კმაყოფილებმა დავტოვეთ მოედანი. "ესპანიოლის" ფანების აპლოდისმენტებისთვის მადლობელი ვარ.
11 ფეხბურთელით უკეთ ვითამაშებდით, რადგან 10 მოთამაშით უზარმაზარ ძალისხმევას იღებ. თუმცა, შევძელით თამაშის ინტენსიურად გაგრძელება და მოვიგეთ".
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]