რუმენიგე: "ლევანდოვსკი "ბარსელონასთან" დამცავი ნიღბით ითამაშებს"
მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი დირექტორი კარლ-ჰაინც რუმენიგე კომენტარს აკეთებს "ბარსელონასთან" მომავალ დაპირისპირებაზე და ტრავმირებულ ფეხბურთელებზე საუბრობს.
"ლევანდოვსკისთვის სპეციალური ნიღაბი გააკეთეს, ასე რომ, ის "ბარსელონასთან" თამაშს შეძლებს.
ვიმედოვნებთ, რომ რიბერი, მინიმუმ, განაცხადში მოხვდება. ექიმები დღედაღამე მუშაობენ, რათა ეს შესაძლებელი გახდეს.
უპირველესად, მოხარულები ვართ და ვამაყობთ ზედიზედ მეოთხედ ევროპის 4 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრით.
ახლა ჩვენი შემადგენლობა, ტრავმების გამო, ოპტიმალური არაა. თუმცა, ვფიქრობ, რომ გვაქვს შესანიშნავი გუნდური შემართება".
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]