ჩავი: "ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები"
"ბარსელონას" ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი აცხადებს, რომ თავის მომავალზე გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებს.
"გადაწყვეტილება ჯერ მისაღები მაქვს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. მე 35 წლის ვარ. მომავალს 2-3 კვირის შემდეგ განვსაზღვრავ. ჯერ დრო არის, ახალი კი ჩვენს გუნდს შესანიშნავი პერიოდი უდგას და სიამოვნების მიღება მინდა".
აღსანიშნავია, რომ კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობასა და მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს, ჩავის "ბარსელონაშ" დარჩენა სურთ. ესპანელი ფეხბურთელის კონტრაქტი კლუბთან 2016 წლამდეა ძალაში.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 17 ]