დაბადების დღეს გილოცავთ, ანდრეს!

დაბადების დღეს გილოცავთ, ანდრეს!

ზუსტად 31 წლის წინ, 1984 წლის 11 მაისს, ესპანეთის ქალაქ ფუენტეალბილში დაიბადა "ბარსელონას" ამჟამინდელი ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა.

ინიესტა კატალონიური კლუბის აღზრდილია. იგი "ბარსელონა ბ"-ში 2001-03 წლებში თამაშობდა, რის შემდეგაც ოფიციალურად პირველი გუნდის წევრი გახდა. ამ დროის განმავლობაში მან უამრავი ტიტული მოიგო, როგორც გუნდური, ისე ინდივიდუალური.

დღეს, "ბარსელონასა" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლეგენდარული ფეხბურთელი 31 წლის გახდა. მინდა, მას საიტის სახელით, პირველ რიგში, ჯანმრთელობა, ბედნიერება ვუსურვო და მიუხედავად ასაკისა, კატალონიურ კლუბში კიდევ მრავალი წარმატებული წლის გატარება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 63 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.