პიკე: "ფინალში "რეალთან" თამაში კარგი იქნებოდა"
კატალონიის "ბარსელონას" 28 წლის ესპანელმა მცველმა, ჟერარ პიკემ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ კატალონიელებმა ორი მატჩის შედეგებით მიუნხენის "ბაიერნს" (5:3) სძლიეს.
"ფინალში "რეალთან" თამაში ნამდვილად კარგი იქნებოდა, ეს მატჩი ისტორიაშიც შევიდოდა. ჩვენ შევქმენით ეპოქა და მე მოხარული ვარ, რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ. ჩვენ დიდი ხანი დაგვიმახსოვრებენ, ეხლა კი დროა მომენტებით ვისიამოვნოთ." - განაცხადა, პიკემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს მადრიდის "რეალი" ტურინის "იუვენტუსს" დაუპირისპირდება და მეორე ფინალისტის ვინაობაც გაირკვევა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]