პატრის ევრა: "სუარესს ხელს ჩამოვართმევ, მაგრამ მოედანზე პრობლემებს შევუქმნი"
ტურინის "იუვენტუსის" ფრანგმა მცველმა, პატრის ევრამ მადრიდის "რეალთან" მიღწეული წარმატების შემდეგ ბერლინის ფინალზე ისაუბრა, სადაც იტალიელები კატალონიის "ბარსელონას" დაუპირისპირდებიან.
"როგორ ვითამაშებ ლუის სუარესის წინააღმდეგ? ამას ბევრი მეკითხება, მაგრამ აქ განსაკუთრებული არაფერია. ყველაზე მთავარი - ფინალში თამაშია. ვამაყობ საკუთარი თავით და საკუთარი კანის ფერით, ლუის სუარესს ხელს ჩამოვართმევ ამაში არანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, თუმცა ყველანაირად შევეცდები მას მოედანზე პრობლემები შევუქმნა." - განაცხადა, ევრამ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]