ბრაიდა: "კოვაჩიჩი მოგვწონს, პედრო კი არსად მიდის"
"ბარსელონას" სპორტულმა დირექტორმა, არიედო ბრაიდამ კატალონიური გუნდის სატრანსფერო მიზნებზე ისაუბრა. მან დაადასტურა, რომ "ბარსელონას" მილანის "ინტერის" ნახევარმცველი მატეო კოვაჩიჩი მოსწონს. გარდა ამისა, ბრაიდამ განაცხადა, რომ პედრო როდრიგესი გუნდს არ დატოვებს.
"ზაფხულში ტრანსფერების განხორციელება არ შეგვიძლია, მაგრამ მოლაპარაკებების წარმართვის უფლება გვაქვს. კოვაჩიჩი მოგვწონს, მაგრამ ამ საკითხზე კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით.
პედრო, უახლოეს ზაფხულში, გუნდს არ დატოვებს. ის, ჩვენთვის, ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია."
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]