"ბარსელონამ" გვარდიოლა ლიგის ფინალის საყურებლად დაპატიჟა
კატალონიის "ბარსელონამ" კლუბის ლეგენდარული ფეხბურთელი და მწვრთნელი პეპ გვარდიოლა ჩემპიონთა ლიგის ფინალზე დასასწრებად მიიწვია. ამ ინფორმაციას ესპანური პრესა ავრცელებს.
პეპ გვარდიოლამ, რომელიც ამჟამად "ბაიერნს" წვრთნის, მიუნხენური გუდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ბარსელონასთან" წაგების გამო ვერ გაიყვანა. თუმცა, მას თამაშის ვიპ-ლოჟიდან ყურების შანსი მაინც ეძლევა, რადგან კატალონიელებმა, მათთვის გამოყოფილ ლოჟაში, იოჰან კრუიფთან და ფრანკ რაიკარდთან ერთად, გვარდიოლაც დაპატიჟეს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]