"ბარსელონას" ხელმძღვანელობა ლუის ენრიკეს დარჩენაში დარწმუნებული არაა
მადრიდული AS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონაში" დარწმუნებულნი არ არიან, რომ ლუის ენრიკე გუნდის მთავარი მწვრთნელი მომდევნო სეზონშიც იქნება.
ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც მის მომავალს ეხება, ლუის ენრიკე ყოველთვის პასუხობს, რომ გადაწყვეტილებას სეზონის ბოლოს მიიღებს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის ზუსტ პასუხს არც კლუბის წარმომადგენლებს აძლევს, რაც ხელმძღვანელობას გარკვეულ კითხვებს უჩენს.
ესპანური პრესის ცნობით, ლუის ენრიკე საკუთარ მომავალში გარკვეული თავადაც არაა. არც ისაა გამორიცხული, რომ მან გუნდი ყველა ტიტულის მოგების შემთხვევაშიც დატოვოს. ამის მიზეზი კი რამდენიმე ფეხბურთელთან, მათ შორის ლეო მესისთან კონფლიქტია. მართალია, ესპანელმა არგენტინელთან ურთიერთობა დაალაგა, მაგრამ ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე ფეხბურთელის მოთხოვნით, მას თავისი პრინციპების დათმობა მოუხდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]