გაბიმ ნეიმარი გააკრიტიკა

გაბიმ ნეიმარი გააკრიტიკა

მადრიდის "ატლეტიკოს" კაპიტანმა, გაბიმ აღიარა, რომ მას ძალიან აღიზიანებს კატალონიის "ბარსელონას" ბრაზილიელი ვარსკვლავის, ნეიმარის პროვოკაციული ჟესტები. 

მიუხედავად ამისა, მადრიდელთა კაპიტანმა "ბარსელონას" ჩემპიონობა მიულოცა, მაგრამ ნეიმარის საკითხზე ცალკე ისაუბრა. 

"მან ბევრი უნდა ისწავლოს ისეთი ადამიანებისგან, როგორიც ანდრეს ინიესტა და ჩავი ერნანდესია. მოედანზე ნეიმარის მხრიდან ნათლად ჩანს პროვოკაცია, რაც მისი არასათანადო ჟესტებით გამოიხატება. ვულოცავ "ბარსელონას" ესპანეთის ჩემპიონატის მოგებას, გასულ სეზონში ჩვენ აღნიშნული ტიტული სწორედ მათთან დაპირისპირებაში მოვიპოვეთ, წელს კი ამის გაკეთება კატალონიელებმა მოახერხეს." - განაცხადა, გაბიმ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.