გვარდიოლა: "დარწმუნებული ვარ, ჩავი მწვრთნელი გახდება"
"ბარსელონას" ყოფილი და ამჟამად მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა დარწმუნებულია, რომ ჩავი ერნანდესი, კარიერის დასრულების შემდეგ, მწვრთნელი გახდება.
შეგახსენებთ, რომ 35 წლის ლეგენდამ დღეს მიმდინარე სეზონის ბოლოს კატალონიური კლუბის დატოვება დაადასტურა. ის კარიერას კატარულ კლუბ "ალ სადში" განაგრძობს.
"მისი შეცვლა რთული იქნება, არა მხოლოდ მოედანზე დიდი მნიშვნელობის გამო. საქმე მის მიმართ პატივისცემაშიცაა, რომლითაც ის გუნდში სარგებლობს.
თუ ის იქ არ ითამაშებს, რასაკვირველია, ფეხბურთს უყურებს. დარწმუნებული ვარ, ის მწვრთნელი გახდება".
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]