ალვესი წასვლის შესახებ განცხადებას ორშაბათს გააკეთებს

ალვესი წასვლის შესახებ განცხადებას ორშაბათს გააკეთებს

"ბარსელონას" ბრაზილიელი მარჯვენა მცველი დანი ალვესი, 25 მაისს, პრესკონფერენციას გამართავს, რომლის დროსაც კატალონიური გუნდიდან წასვლის შესახებ განცხადებას გააკეთებს.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 32 წლის ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა და ის წასვლის შესახებ განცხადებას 26 მაისს გააკეთებდა. თუმცა, თუ Sport-ს დავუჯერებთ, პრესკონფერენციამ ერთი დღით გადმოიწია და ის 25 მაისს გაიმართება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.