მოურინიო: "ჩავი "ოქროს ბურთს" იმსახურებდა"
ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო "ბარსელონას" ლეგენდაზე, ჩავი ერნანდესზე საუბრობს. პორტუგალიელი მიიჩნევს, რომ ვეტერანი ესპანელი, კარიერის განმავლობაში, "ოქროს ბურთს" იმსახურებდა.
"ჩავის იმ დროიდან ვიცნობ, როდესაც ის 16-17 წლის იყო. იმ დროს, ის "ბარსელონას" პირველ გუნდში სათამაშოდ ემზადებოდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ჩავი ისე იქცევა, თითქოს არ მიცნობს. ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, როდესაც ჟურნალისტები მას ჟოზე მოურინიოს შესახებ კითხვას უსვამენ. სწორედ ამიტომ, ჩავის შესახებ საუბარი მიჭირს.
ის გასული ათწლეულის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელია. ჩავის "ოქროს ბურთი" არ აქვს, თუმცა მან ეს ჯილდო დაიმსახურა."
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]