პსჟ ჩავის არენდით აყვანას ცდილობს

პსჟ ჩავის არენდით აყვანას ცდილობს

ფრანგული Le Parisien-ის ცნობით, "ბარსელონას" კაპიტანმა, ჩავი ერნანდესმა, შესაძლოა, მომდევნო სეზონი "პარი სენ ჟერმენში" გაატაროს.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ჩავი "ბარსელონას" დატოვებს და კარიერას კატარულ "ალ სადში" განაგრძობს. თუმცა, თუ ფრანგულ პრესას დავუჯერებთ, არაა გამორიცხული, 35 წლის ნახევარმცველმა ერთი წელი, არენდით, პსჟ-ში გაატაროს.

პარიზული კლუბი, ფინანსური ფეარ ფლეის წესების დარღვევისთვის თავის ასარიდებლად, ფეხბურთელების ხელში უფასოდ ჩაგდებას ცდილობს და ასეთ შემთხვევაში ჩავი კარგი ვარიანტია. გარიგების ალბათობას ის ფაქტი ზრდის, რომ "ალ სადის" პრეზიდენტი "პარი სენ ჟერმენის" ფაქტობრივი მფლობელის ძმაა.

თუმცა, თუ ჩავის მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებას გავითვალისწინებთ, მის პსჟ-ში გადასვლის შანსი საკმაოდ მცირეა. 35 წლის ფეხბურთელმა განაცხადა, რომ "ბარსელონას" გარდა სხვა ევროპულ გუნდში არ ითამაშებს, რადგან ის მშობლიური კლუბის წინააღმდეგ მოედანზე ვერ გამოვა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.