Sky Sports-ის სიმბოლურ გუნდში "ბარსელონელები" ჭარბობენ
ავტორიტეტულმა ინგლისურმა სპორტულმა გამოცემამ, Sky Sports-მა, ლა ლიგის გასული გათამაშების საუკეთესო 11 ფეხბურთელი გამოარჩია, რომელთაგან 8 "ბარსელონაში" თამაშობს.
სიმბოლურ გუნდში კატალონიელი ფეხბურთელების სიმრავლე გასაკვირი არაა, რადგან "ბარსამ" ქვეყნის საუკეთესო გუნდის წოდება მოიპოვა.
Sky Sports-ის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება: კლაუდიო ბრავო ("ბარსელონა"), დანი ალვესი ("ბარსელონა"), ხერარდ პიკე ("ბარსელონა"), ხავიერ მასკერანო ("ბარსელონა"), ხოსე ლუის გაია ("ვალენსია"), სერხიო ბუსკეტსი ("ბარსელონა"), ივან რაკიტიჩი ("ბარსელონა"), ხამეს როდრიგესი ("რეალი"), ლიონელ მესი ("ბარსელონა"), ლუის სუარესი ("ბარსელონა"), კრიშტიანუ რონალდუ ("რეალი").
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]