პოგბა მესის შემდეგ ყველაზე დიდ ხელფასს ითხოვს
ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველი პოლ პოგბა, "ბარსელონაში" გადასვლის შემთხვევაში, ლეო მესის შემდეგ ყველაზე დიდ ხელფასს ითხოვს.
ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონა" პოგბას ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს. კატალონიურ კლუბში გადასვლის სურვილს თავად ფეხბურთელიც გამოთქვამს, მაგრამ მას ესპანელთათვის მიუღებელი ფინანსური მოთხოვნები აქვს. Mundo Deportivo-ს ცნობით, პოგბას აგენტი, მინო რაიოლა მისი კლიენტისთვის იმ ხელფასის გასამმაგებას ითხოვს, რასაც ფრანგი ფეხბურთელი "იუვეში" იღებს. პოგბა ტურინში წელიწადში 4 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ეს ნიშნავს, რომ "ბარსელონაში" მას, გადასახადების ჩაუთვლელად, 12 მილიონი უნდა ჰქონდეს, რაც ლეო მესის შემდეგ ყველაზე დიდი ხელფასი იქნება.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ბარსელონამ" პოგბასთვის ამხელა თანხის გადახდაზე უარი განაცხადა. ამის მიზეზი ისაა, რომ ახალწვეულისთვის ამდენის გადახდა გუნდში არსებულ სიტუაციას დაძაბავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]