ბართომეუ: "ალვესს შეუძლია თქვას ის, რაც მოესურვება"

ბართომეუ: "ალვესს შეუძლია თქვას ის, რაც მოესურვება"

"ბარსელონას" პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ გუნდის მარჯვენა მცველის, დანი ალვესის მიერ ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე კომენტარს აკეთებს. ბართომეუს თქმით, კლუბმა ბრაზილიელს საბოლოო შეთავაზება გაუკეთა და ახლა ჯერი ფეხბურთელზეა.

შეგახსენებთ, ალვესმა ცოტა ხნის წინათ განაცხადა, რომ "ბარსელონა" მის მიმართ სათანადო პატივისცემას არ იჩენს, რის გამოც ბრაზილიელი კლუბიდან წასვლასთან ძალიან ახლოსაა.

"ალვესს უფლება აქვს თქვას ის, რასაც მოისურვებს. მან კლუბისგან შეთავაზება მიიღო და ახლა მისი პასუხის ჯერია."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.