მასკერანო: "მესის ადგილზე ყოფნას არ ვისურვებდი"

მასკერანო: "მესის ადგილზე ყოფნას არ ვისურვებდი"

"ბარსელონას" არნგეტინელი უნივერსალი ხავიერ მასკერანო აცხადებს, რომ მას ლიონელ მესის ადგილზე ყოფნა არ სურს, რადგან კატალონიელთა მე-10 ნომერს თავისი მაღალი კლასის დამტკიცება გამუდმებით უწევს.

"მესის ცხოვრებით ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. საკუთარ თავზე ასეთი პასუხისმგებლობის ასაღებად განსაკუთრებული ადამიანი უნდა იყო. მესის უწევს ყოველ სამ დღეში ერთხელ დაამტკიცოს, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია.

სწორია, როდესაც ლუის ენრიკე გუნდის თამაშს იმის მიხედვით აგებს, თუ რა ამოცანა გვიდგას კონკრეტულ მატჩში. არ უნდა გვრცხვენოდეს იმის, რომ გარკვეულ მომენტებში კონტრშეტევებზე თამაში გვიწევს. იგივე შეიძლება ითქვას სტრატეგიულ გამარჯვებებზე. ის, ვინც ჩვენს გუნდში მოდის, ადაპტაცია უნდა გაიაროს. ვინც ამას ვერ მოახერხებს, მან "ბარსელონა" უნდა დატოვოს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.