ვილია: "დარწმუნებული ვარ, "ბარსა" ყველაფერს მოიგებს"

ვილია: "დარწმუნებული ვარ, "ბარსა" ყველაფერს მოიგებს"

"ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი დავიდ ვილია მიმდინარე სეზონში კატალონიური გუნდის მიერ ნაჩვენებ თამაშზე კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ლუის ენრიკეს გუნდი ყველა ტიტულს მოიგებს.

"ბარსელონა" ძალიან კარგ მდგომარეობაშია. კატალონირლებმა "ბაიერნი" უპრობლემოდ დაამარცხეს, მიუნხენელებს კი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ჰყავთ. ასე რომ, "ბარსელონა" ძალიან ძლიერია.

"ბარსას" ყველა ტურნირზე წარმტებას არა მარტო ვუსურვებ, არამედ დარწმუნებული ვარ, რომ ეს გუნდი ყველაფერს მოიგებს. ამ კოლექტივისთვის წინააღმდეგობის გაწევა ძნელი იქნება, რადგან ფეხბურთელები ძლიერები არიან როგორც ინდივიდუალურად, ასევე ფსიქოლოგიური მომზადების მხრივაც."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.