"იუვენტუსს" ბარძალი დაუბრუნდა და კიელინი გამოაკლდა
ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ბარსელონას" მეტოქის, ტურინის "იუვენტუსის" რიგებში სიახლეებია. "ბებერ სინიორას", ფინალამდე 3 დღით ადრე, ერთი მცველი დაუბრუნდა, მაგრამ ერთი გამოაკლდა.
ტურინელთა ცენტრალურმა მცველმა, ანდრეა ბარძალიმ, ტრავმის გამო, სერია A-ს ბოლო ტურის მატჩი გამოტოვა. დღეს, მან ვარჯიში განაახლა და უნდა ვივარაუდოთ, რომ 34 წლის ფეხბურთელი "ბარსელონასთან" მატჩისთვის მზად იქნება.
"იუვენტუსის" ბანაკიდან ცუდი ინფორმაციაც გამოვიდა. გუნდის კიდევ ერთმა მცველმა, ჯორჯო კიელინიმ, დღევანდელ ვარჯიშზე, კუნთის ტრავმა მიიღო და მან ბაზა ნაადრევად დატოვა. კიელინის სამედიცინო შემოწმება ხვალ ჩაუტარდება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]