"ბარსა" "ფლუმინენსეს" ორ ფეხბურთელს აკვირდება
"ბარსელონა" ბრაზილიური "ფლუმინენსეს" ორი ფეხბურთელის შეძენითაა დაინტერესებული. ამ ინფორმაციას Globo ავრცელებს.
ბრაზილიური გამოცემის ცნობით, კატალონიელები თავდამსხმელს, კენედის, ასევე მარჯვენა მცველს, მარლონს აკვირდებიან.
კენედი 19 წლისაა. ის "ფლუმინენსეს" პირველ გუნდში 2013 წლიდან თამაშობს. 40 ჩატარებულ შეხვედრაში მან 5 გოლი გაიტანა.
19 წლის მარლონ სანტოსი ასევე "ფლუმინენსეს" სკოლის აღზრდილია. პირველ გუნდში მას 21-ჯერ უთამაშია.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსამ" "ფლუმინენსეს" ერთი ფეხბურთელი, 18 წლის ნახევარმცველი ჟერსონი უკვე შეიძინა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]