განაცხადში ყველა ფეხბურთელი მოხვდა
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, დღეს, "სიუტატ ესპორტივოზე" ბოლო ვარჯიშის შემდეგ, გუნდის განაცხადი დაასახელა და ცნობილი გახდა, თუ ვინ გაემგზავრებიან ბერლინში ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრის გასამართად.
"იუვენტუსთან" მატჩის განაცხადში პირველი გუნდის ყველა, 23 ფეხბურთელი მოხვდა. გარდა ამისა, ლუის ენრიკემ "ბარსა ბ"-დან მუნირს, სანდროსა და სამპერსაც უხმო. ასე რომ, "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის ფინალს, რომელიც შაბათს გაიმართება, დანაკლისის გარეშე ხვდება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]